უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2019 12:21
font-size

„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანი „სილქნეტი“ განახლებულ პაკეტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სრული სპექტრი.

სილქნეტის მიერ განხორციელებული ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციების შედეგად, კომპანიას მიეცა საშუალება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და გაუმჯობესებული ახალი სერვისები. კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა 4,5G მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და ხარისხი მთელ ქვეყანაში. კომპანია, ასევე, მასიურად ავითარებს ოპტიკურ ქსელს თბილისსა და რეგიონებში, რაშიც დამატებით მილიონობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად. ამასთანავე, სილქნეტი აგრძელებს ინვესტირებას სატელევიზიო კონტენტის და პროგრამირების გაუმჯობესების კუთხით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული, კინო და შემეცნებითი გადაცემები შესთავაზოს, რაშიც, ასევე, ათობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.

გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს მრავალ მილიონ დოლარიანი პროექტი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბონენტთა მომსახურებას, გაამარტივებს მომსახურების პროცესს და საშუალებას მისცემს აბონენტებს, ახალი ინოვაციური პროდუქტები და დამატებითი სერვისები მიიღოს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული შესყიდვები სრულად უცხოურ ვალუტაში ხორციელდება, მაშინ, როდესაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაშია. ბოლო წლების სავალუტო დევალვაციის მიუხედავად, სილქნეტი ინარჩუნებს ფასებს ბაზარზე და ეს ტვირთი აბონენტებზე არ ასახულა.

რაც შეეხება განახლებულ პაკეტირებას, მოხდა როგორც მობილური ისე ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების მოცულობების გაზრდა. დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს. შედეგად მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც. მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს.

სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ არანაირ სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ქონია და სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს.“ - – აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი