უკან
პოლიტიკა
23 ოქტომბერი, 2017 10:50
სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს ადგილობრივ თვითმამთველბოის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება“,- აღნიშნავენ პარტიაში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.