უკან

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო დაშავდა, მას კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე 33 წლის ვალერი ჭანტურიძე დაშავდა.

ჭანტურიძეს ხელი დაუზიანდა, მოგვიანებით მას კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. სამხედრო მოსამსახურე ქუთაისში, რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ჭანტურიძის დედის თინათინ ჭანტურიძის თქმით, მისთვის უცნობია თუ რა მოხდა პოლიგონზე.

„აბსოლუტურად არაფერს არ გვეუბნებიან რა მოხდა ჯარში. ბავშვმა მოირა, ერთხელ ცხინვალის ომი, მეორედ წასული იყო ცხინვალის ომში, ოჯერ ერაყი მოიარა და იქიდან მშვიდობიანად დაბრუნდა . მეუბნებიან, გმირის დედა ხარო. არ მინდა მაგისთანა გმირობა, იმიტომ რომ ავღანეთში რომ ყოფილიყო, ან ცხინვალში ხმას არ ამოვიღებდი. აქ კი, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა ვერ გავიგე. პატარა ბავშვები ყავს, თოთო ბავშვები, იმათ გაზრდა ხომ უნდათ, როგორ გავზარდო?!“,-აღნიშნა თინათინ ჭანტურიძემ.

თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო.

უწყების განმარტებით, „საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის სამხედრო მოსამსახურე სამიზნე სროლებს ახორციელებდა, უეცარი გასროლის შედეგად კი, დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევანი და ამპუტაცუია დასჭირდა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მონიკა დავლიანიძე

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი