უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ოქტომბერი, 2024 13:22
font-size

სინამდვილეში არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა, დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა საფეხმავლო ბილიკზე ზედაპირული მიწა ჩამოიტანა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი კომპანია ადგილზე უკვე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება.

„რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში ძალიან კარგი პარკი გავხსენით. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვერ ვმალავ აღფრთოვანებას, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, იქ რა მდგომარეობა იყო, სრული ჯოჯოხეთი, ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე გვაქვს. გუშინ, ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი. ცხადია, შესაბამისი კომპანია უკვე ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და ის შეფასებები, რომ ახლად გახსნილი სკვერი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია, არასწორია.

„უნდა გენახათ ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებული იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია. სინამდვილეში არაფერი მომხდარა. წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა. ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს განვითარება, აღმშენებლობა და აღორძინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის. ყველას, ვისაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარია, მინდა ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში, თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა

14 დეკემბერი, 2024 , 13:27

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო

მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე

14 დეკემბერი, 2024 , 11:46

პაატა ბურჭულაძე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად მსოფლიო ბანი ავრცელებს და წერს: "გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ დონ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

14 დეკემბერი, 2024 , 11:27

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კა

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან

14 დეკემბერი, 2024 , 08:26

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციაც. თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები ჩააყენეს. ჯებირებია აღმართული  ნაძვის ხის წინ, რომლის ანთებასაც მე

საქართველოს ეკლესია ქრისტესთანაა დასაბრუნებელი - არჩილ გამზარდია

13 დეკემბერი, 2024 , 20:50

ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი ჩვენგანი, ებრძვის არა რწმენას, არა სარწმუნოებას, არა ჩვენს ეკლესიას, არა ჩვენს პატრიარქს ან ვინმეს პიროვნულად, არამედ ებრძვის სიყალბეს, თვალთმაქცობას, ქრისტეს სამოსის შებღალ

პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, მათი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს არ შეესაბამება - სახალხო დამცველი

13 დეკემბერი, 2024 , 18:47

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლე