უახლესი ამბები
- 16.12.2019 12:50საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
- 16.12.2019 12:50როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ მოვუაროთ მას?
- 16.12.2019 12:50მეწარმე ქალებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართე
- 16.12.2019 10:3525 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება
- 16.12.2019 10:35ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა - პაატა ჩხეიძე
- 16.12.2019 10:10თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 16.12.2019 10:10მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა
- 16.12.2019 10:10დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ - თბილისის საკრებულოსთან აქცია დაიგეგმა
- 16.12.2019 10:00დღის კალენდარი - 16 დეკემბერი
- 16.12.2019 10:00ანონსი - 16.12.19
არქივი
კომენტარი


სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უკვე დაუდასტურა ვენეციის კომისიას, რომ ბონუსსა და ბლოკებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი, გარდა ამისა, ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებები.
„რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა, განგვეხორციელებინა ბონუსთან, ბლოკებთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგრამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების მიხედვით ვეტოს უფლების გამოყენებას. სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება დაუყოვნებლივ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებებს ხელი მოაწეროს საპარლამენტო უმრავლესობის 116-ივე წევრმა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მათგანი იღებს პასუხისმგებლობას ცვლილებების შესახებ, რომლებიც ბონუსს, ბლოკს და საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:

სულელურ ინიციატივაზე ლაპარაკს ხვალ ნამდვილად არ ვაპირებთ - ნინო ბურჯანაძე
14 დეკემბერი, 2019 , 17:35

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად - გიგი უგულავა
14 დეკემბერი, 2019 , 17:30

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - მაია ცქიტიშვილმა
14 დეკემბერი, 2019 , 16:30

გინებას საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს - ირაკლი კობახიძე
14 დეკემბერი, 2019 , 16:10

ნებისმიერი პოზიცია, რომელიც განსხვავებულია რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია - არჩილ თალაკვაძე
14 დეკემბერი, 2019 , 16:00

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. - სოზარ სუბარი
14 დეკემბერი, 2019 , 15:10