უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
საზოგადოება
``სინდისი`` საჩუქრად ოლიგარქს სასაჩუქრე ყუთით
მოძრაობა ''გაბედეს'' და სამოქალაქო აქტივისტებმა, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე შუშის სასახლესთან მიულოცეს და საჩუქრად ''სინდისი'', სასაჩუქრე ყუთით მიუტანეს.
''ამ ყუთში დევს ისეთი რამ რაც მას არ გააჩნია, მაგრამ მას გააჩნია ფული, ძალაუფლება. აქ რაც დევს სამწუხაროდ მას არ გააჩნია. დღეს კი აქ მოვედით იმისთვის, რომ ვაჩუქოთ ის რაც არ გააჩნია.
ეს არის ‘’სინდისი'', რაც მას არ გააჩნია, მას შემდეგ არ გააჩნია, როცა მან ჩააგდო პროპორციული არჩევნების დაპირება, სინდისი არ გააჩნია, როცა ჯალათი გახარია ისე პოლიტიკაში პრემიერად მოგვივლინა; სინდისი არ გააჩნია, როცა თავის პირადი დაცვის სამსახურის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრად დანიშნა; სინდისი არ გააჩნია, როცა გენერალურ პროკურორად შოთაძე მეორედ მოავლინა; სინდისი არ გააჩნია, როცა აჯანყებული მაჟორიტარი დეპუტატები კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარეებად მოავლინა.
ამ ადამიანს არც არსდროს ჰქონია სინდისი და მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს მაინც მოუტანეთ და გვინდა რომ საღ გონებაზე მოვიდეს,'' - აცხადებენ მოძრაობა ''გაბედე“ წარმომადგენლები.