საზოგადოება
სინოპტიკოსები ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ
სინოპტიკოსები ხვალისათვის ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს ცვალბადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +28, +33; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი . იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +30, +35; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +21, +34 გრადუსს მიაღწევს.
მონიკა დავლიანიძე