უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2022 12:05
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის კონკრეტული შემთხვევა შეისწავლოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის კონკრეტული შემთხვევა შეისწავლოს.

კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების ტურებს შორის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელდა გადარიცხვები, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ასახავდეს.

„2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 16-მა დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ იდენტური ოდენობის თანხები შესწირა, 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, მმართველ პარტიას კიდევ 5-მა დეპუტატმა ჯამში 65 000 ლარი გადაურიცხა. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ტურებს შორის „ამ საეჭვო გადარიცხვებისას“, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” 16-მა დეპუტატმა, ერთ დღეს – 2021 წლის 12 ოქტომბერს, იდენტური ოდენობის თანხები - 5 ან 10 ათასი ლარი - შესწირა პარტიას, ჯამში 115 000 ლარი.

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ 5-მა დეპუტატმა (ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, კონსტანტინე ზარნაძე) ჯამში 65 000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.

არჩევნების ტურებს შორის ამ საეჭვო გადარიცხვებისას, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი