უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
სირიაში პანკისელთა ოჯახი, მათ შორის 8 წლის ბავშვი დაბომბვას ემსხვერპლა
სირიაში პანკისელი ოჯახი დაიღუპა - 36 წლის კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი, 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი და მათი 8 წლის შვილი. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს დილიდან დაიწყეს.
ადგილობრივების განცხადებით, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის სამივე წევრი დაბომბვისას დაიღუპა. ნაპოვნია ქალის პირადობის მოწმობა. გარდაცვალებისას აღაზა ბორჩაშვილი 8 თვის ორსული ყოფილა.
კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო მისი ძმაც, 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი, რომელიც თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხებოდა. ბექხან ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა.
პანკისის სატემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში საბრძოლო მოქმედებს 30 პანკისელი ემსხვერპლა.