მსოფლიო


სირიაში საჯარო სკოლაზე მიტანილი ავიაიერშის შედეგად ბავშვები და მასწავლებლები დაიღუპნენ
სირიის ჩრდილოეთით,ინდლიბის პროვინციაში საჯარო სკოლაზე მიყენებული ავიადარტყმის შედეგად, 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF ავრცელებს.
„ეს ტრაგედიაა. ეს ძალადობაა. თუ ეს განზრახ იყო გაკეთებული, ეს სამხედრო დანაშაულია“,-ნათქვამია იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის განცხადებაში.
ლეიკის თქმით, ეს იერიში შესაძლოა გახდეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა სირიაში მიმდინარე ომის განმავლობაში.
სირიის სამოქალაქო თავდაცცვის აქტივისტებმაც ასევე 22 ადამიანის დაღუპვაზე განაცხადეს. მათი მონაცემით, ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა იდლიბის სკოლაზე ავიადარტყმას „საშინელება“ უწოდა.
„იმედია, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩემთვის მარტივია ვთქვა „არა“, მაგრამ პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. მე უნდა გავარკვიო, რის თქმას აპირებს ჩვენი თავდაცვის მინისტრი“,-განაცხადა ჩურკინმა, რომლის სიტყვებს France Presse ციტირებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
16 თებერვალი, 2019 , 12:35

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო
14 თებერვალი, 2019 , 11:35

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
13 თებერვალი, 2019 , 15:40
ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა
9 თებერვალი, 2019 , 17:13

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია
8 თებერვალი, 2019 , 14:45