უკან
მსოფლიო
22 თებერვალი, 2019 10:30
სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა და კონტრტერორისტულ მოქმედება - ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანასა და კონტრტერორისტულ მოქმედებაზე ისაუბრეს აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებმა.
დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
თურქული გამოცემა „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებაზე.