უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 მაისი, 2018 15:20
font-size

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა.

„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით. მეორე საკითხია, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ ავტორიტეტს, ისედაც საკმაოდ დაზიანებულს, მძიმე მდგომარეობაში აყენებს. რეალურად, რუსეთის პოლიტიკური მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გარკვეულმა ქვეყნებმა ცნონ. შემიძლია, დარმწუნებული ვიყო, რომ სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს. ეს თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა. ამას ზეწოლასაც ვეღარ დავარქმევთ, ეს რუსეთზე დამოკიდებული ადამიანის გადაწყვეტილებაა. ეს ხელების ამოტრიალებით არ მოხდა, საკმარისი მიმართვა იყო და ისიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ უთხრა ვოლსკიმ პირველ არხს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ წერია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებების ვებგვერდებზე.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.

რასაც ვყიდულობთ, ეს მინისტრის კაბინეტისთვის კი არა, არამედ პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი - ვახტანგ გომელაური

4 დეკემბერი, 2020 , 17:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და

ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს - ვახტანგ გომელაური

4 დეკემბერი, 2020 , 17:10

„ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში მომხდარ ყაჩ

მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს - კარლ ჰარცელი

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთო

ყველაფერი, მთელი პოლიტიკური ნება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე - ხატია დეკანოიძე

3 დეკემბერი, 2020 , 16:30

გაყალბებული არჩევნების ფონზე ლეგიტიმაციის მინიჭებას ჩვენ პარლამენტისთვის არ ვაპირებთ – ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის გიორგი გა

ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა ხელისუფლების მხრიდან ამორალური დამოკიდებულებაა საკითხისადმი - სერგი კაპანაძე

2 დეკემბერი, 2020 , 16:44

„ხელისუფლება აჩვენებს, რომ საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. „ხელისუფლე

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება - ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. "გამომდინარე იქიდან, რომ დღე