უახლესი ამბები
- 04.03.2021 21:18არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
- 04.03.2021 20:16საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- 04.03.2021 19:17არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
- 04.03.2021 19:00პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
- 04.03.2021 18:48დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
- 04.03.2021 18:25ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
- 04.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
- 04.03.2021 17:15იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
- 04.03.2021 17:15მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
- 04.03.2021 16:55თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
არქივი
პოლიტიკა


სირიის მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის - გრიგოლ ლილუაშვილი
სირიაში მიმდინარე მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია და თუ ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოექცევა, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ერთ-ერთი უარყოფითად მოქმედი ფაქტორი იქნება.
„რეგიონის ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობაზე, ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე. ელემენტარულად, ჩვენი მთავარი პარტნიორი და დიდი მეზობელი, დიდი მეგობარი ქვეყანა თურქეთი თუ მოექცევა ეკონომიკური სანქციების ქვეშ, ჩვენთვისაც ეს იქნება გარკვეულწილად ეკონომიკაზე ერთ-ერთი მოქმედი ფაქტორი, უარყოფითი კუთხით ვამბობ ამას. ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურასთან. შესაბამისად, ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, როგორც სუს-ის უფროსმა აღნიშნა, უსაფრთხოების ჭრილში იზრდება იმის რისკი, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში.
„წმინდა უსაფრთხოების ჭრილში, იზრდება რისკი იმისა, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში და შესაბამისად, გაძლიერებული „ისლამური სახელმწიფოს“ ფონზე, საქართველოშიც მივიღოთ გარკვეულ პირთა მიერ რაღაც პროცესები. ვგულისხმობ არა მარტო იმ მოქალაქეებს ვინც იქ არიან, ვინც შეიძლება ამ გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში, მოქალაქეებს ვგულისხმობ და არ დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა. ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების მხრივ.
„როდესაც გადაადგილდებიან მებრძოლები, შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყანა ამ გადაადგილებისთვის. მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ ამ მიმართულებით. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შეიძლება იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც, ევროპული პასპორტებით ხელში. კარგად მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა – უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადში დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ. კარგად მოგეხსნებათ, საფრანგეთის მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად ის, რომ კაცს ჯიბეში უდევს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი, მაინც ვცდილობთ, მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ლილიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55