უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 ივნისი, 2018 15:30
font-size

სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია - გიორგი ჯანჯღავა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

გიორგი ჯანჯღავა სირიის „უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის“ პრეზიდენტსა და სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ საკითხი განიხილა.

„სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ ფონზე. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მონაწილეა“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ „პირველ არხთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვა, რაც, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში გამოიხატება.

„ოპოზიციის ეს განცხადება არის ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სირიის ოპოზიციასთან“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

საკვანძო სიტყვები:

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი