უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
მსოფლიო


სირიული არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთს რუსეთში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
სირიული საქველმოქმედო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ დასავლელ ლიდერებს, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ-ის ხელმძღვანელებს, გადახედონ ბოიკოტის იდეას რუსეთში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ. ამის მიზეზად ორგანიზაციები ასახელებნ მოსკოვის მხარდაჭერას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისადმი.
მიმართვას, რომელიც მიძღვნილია სირიის კონფლიქტის მეშვიდე წლისთავს, 22 ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. მესამე სექტორის თქმით, მსგავსი ზეწოლის ქვეშ აღმოჩენილი რუსეთი აიძულებს ასადის რეჟიმს, შეაჩეროს სამხედრო კამპანია სირიაში. განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ ღუტას, რათა მისი ალყა შეჩერდეს და მოხერხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭმლისა და მედიკამენტების მიწოდება.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში ღუტას ავიაიერიშის შედეგად 1200-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, აქედან მეხუთედს ბავშვები წარმოადგენდნენ.
საკვანძო სიტყვები:

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 17:35

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია
20 იანვარი, 2021 , 21:17

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია
20 იანვარი, 2021 , 11:05

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15