უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 სექტემბერი, 2019 12:55
font-size

სისხლიანი დაპირისპირება რუსთაველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ. ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვავლინეთ - შსს

1 დეკემბერი, 2020 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორო

ამოღებულია 1 კილოგრამი „ჰეროინი“ და დაკავებულია დანაშაულში ბრალდებული

1 დეკემბერი, 2020 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძე

დაკავებულია მამა, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა

1 დეკემბერი, 2020 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბ

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან

30 ნოემბერი, 2020 , 18:12

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებ

რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროატობუსს შეეჯახა, 1 პირი დაიღუპა - პროკურატურის განცხადება

30 ნოემბერი, 2020 , 17:20

ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე 28 ნოემბერს მიკროავტობუსს შეეჯახა, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. მომხდარზე განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.  &nbs

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

30 ნოემბერი, 2020 , 16:05

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს