უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ივნისი, 2018 15:15
font-size

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პარლამენტის წევრის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და მარნეულის მერის ნათესავის მიმართ - პროკურატურა

პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლების მიერ, ქალაქ მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, – განაცხადა რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა.

„ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ-ს მიმართ“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.

საერთაშორისოდ ძებნილი ჯეკ შეპარდი საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა

24 იანვარი, 2019 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "მედიანიუსს" უწყებიდან აცნობეს, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო

ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

24 იანვარი, 2019 , 11:15

ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საგამოძიებო უწყება გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედას ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. დაკავებულის ადვოკატი,

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

24 იანვარი, 2019 , 11:15

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საგამოძიებო უწყებამ გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც ბრალდებულის

ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 იანვარი, 2019 , 16:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული პ. თ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამარ

4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - ადვოკატი

23 იანვარი, 2019 , 16:31

თბილისში, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამბობს ადვოკატი ნინო ტაბატაძე. „მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღია

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს

23 იანვარი, 2019 , 13:33

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს: პატივცემულო მოსამართლეებო, გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`