უკან

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2018 12:40
font-size

სისტემა, რომელმაც ზვიად გამსახურდია მოკლა, არ შეცვლილა - კახა კუკავა

„სისტემა, რომელმაც ზვიად გამსახურდია მოკლა, არ შეცვლილა და კარგად თუ გადავხედავთ, არც სახელები და გვარები შეცვლილა“, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ქვეყანაში პირველი პირები იცვლებიან, თორემ საშუალო და გადაწყვეტილების მიმღებ იერარქიაში ისევ ის ადამიანები არიან. რომ გადავხედოთ მთავარ პროკურატურასა და სპეცსამსახურების უმაღლეს ჩინოვნიკებს, იქ რამე რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა და რეალურად, მათთვის ეს საქმე ისაა, ოჯახი როგორ გააჩუმონ, ან არ გააპროტესტებინონ. ზვიად გამსახურდიას შვილებს პოზიცია საერთოდ რომ არ გამოეხატათ, სახელმწიფოს ეს საქმე უნდა დაეხურა და რომელიღაც იქს პროკურორი, ან გამომძიებელი დადგენილებას ხელს მოაწერდა? ეს ნონსენსია“, – განაცხადა კუკავამ.

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საქმის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი მტკიცებულებათა არასრულყოფილი ერთობლიობა იყოს, კუკავამ უპასუხა, რომ თუ ეს ასე იქნებოდა, საქმე დაიხურებოდა.

„ჩემი წარმოდგენით, რაც ნაწილობრივ, საქმის მასალებშიც არის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობას წინ უსწრებდა მისი დევნის საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია, რომელშიც დაახლოებით, რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც იყო ჩართული. აქედან გამომდინარე, ამ საქმის გახსნა შეუძლებელია ისე, რომ ერთი არ აყვირდეს და კვალი ხუთას ადამიანზე არ გავიდეს. მათ შორის, იმ მაღალი თანამდებობის პირებიდან ზოგი შეიძლება, დღეს ცოცხალიც აღარ არის, მაგრამ ბევრი ცოცხალი იქნება“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ისევე, როგორც სხვა გახმაურებულ მკვლელობებში, სავარაუდოდ, ამ მკვლელობაშიც, როგორც მინიმუმ, ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური მონაწილეობდა.

„შეიძლება, დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამასაც არიდებდნენ თავს. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში არის რაღაც ისეთი, რის გამოც ხელისუფლებას მისი ბოლომდე მიყვანა არ უნდა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ხვალვე გამოვიდეს, განცხადება გააკეთოს და მის მიერ ზეპირად გამოცხადდეს ოფიციალური გარანტია, რომ კანონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ მომავალ კვირაში იქნება მიღებული, რადგან ადამიანები შიმშილობენ და ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. მეორე ისაა, რომ ამ საქმისთვის სპეციალური, დამოუკიდებელი პროკურორი უნდა დაინიშნოს. ასეთი რანგის საქმეებში ეს მსოფლიო პრაქტიკაა და როდესაც ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება, უნდა დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, რომელიც ნდობით იქნება აღჭურვილი და ამ საქმეს მთავარი პროკურატურის დერეფნების ბიუროკრატიიდან გამოიტანს“, – განაცხადა კუკავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი