უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 13:00
font-size

,,სითი პარკის“ მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

,,სითი პარკის“ მფლობელები დევიდ პილა და ნათან შორერი მათ კომპანიასთან თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმიანებიან.

,,თბილისის მერის, ბ-ნი კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.

მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-ტი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.

„სი-ტი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`