უკან

საზოგადოება

20 მარტი, 2018 16:55
font-size

სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს - ნილ სკოტი რუსთავი 2-ში მომხდარ ფაქტზე

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის, ნილ სკოტის განცხადებით, გუშინ რუსთავი 2-ზე განხორციელებული თავდასხმა მიუღებელია.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ხოლო ჟურნალისტების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევას თავად მედიასაშუალებამ უნდა მიხედოს.

„ჩვენ შეიძლება, ვეთანხმებოდეთ ან არ ვეთანხმებოდეთ იმას, რაც ჟურნალისტმა თქვა, მაგრამ ძალადობას აქ არავითარი ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასეთი ქმედება მიუღებელია. ჩემი ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ში მიმდინარეობს შიდაპროცედურა ჟურნალისტის ნათქვამთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ ტელევიზია თავად აგვარებს ეთიკურ საკითხებს.

სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მედიას შიდარეგულაციები უნდა ჰქონდეს, თუ რა არის ეთიკური და რა - არა. ძალადობრივი გზით ამის მოგვარება ყოვლად დაუშვებელია“, -თქვა სკოტმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევას სათანადო ყურადღებას მიაქცევს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განმეორებას არ დაუშვებს.

გუშინ „ქართული მარშის“ აქტივისტები სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას, რომელშიც იესო ქრისტე იყო ნახსენები. „ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ნათქვამმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მანქანის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

24 იანვარი, 2020 , 00:56

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა

23 იანვარი, 2020 , 17:45

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცხრა ხმით აირჩია. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის მოა

დღეიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანულას მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

23 იანვარი, 2020 , 17:40

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანულას მიმართულებით, დღეიდან N73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ. დღეს თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონები

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება

23 იანვარი, 2020 , 16:50

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგა

ილია მეორემ ბათუმის კლინიკა „მედინა“ დატოვა

23 იანვარი, 2020 , 16:50

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა“ უკვე დატოვა. ილია მეორის მედიკოსებთან ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კლინიკის დატოვებისას პატრიარქმა ჟურნალისტებს გად

`კორუფციის აღქმის ინდექსით` საქართველოს შედეგი გაუარესდა

23 იანვარი, 2020 , 16:50

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`