კომენტარი

სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული - უჩა ნანუაშვილი
ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში, მათ შორის ინტერნეტსივრცეებში, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობთ „მაიდანს“ საქართველოში. მოდით, ერთად შევხედოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში და რასთან გვაქვს საქმე. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი. საუბარია, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში. ეს უკანონობა დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. საპყრობილეში დღემდე 50-ზე მეტი ადამიანი რჩება და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას, სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი, სწორედ ამ ძალებზეა საუბარი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა.
„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს, ამაში მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რუსული ტელევიზიის ნარატივს. ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ ფალსიფიცირებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი? და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი. სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გუშინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ვნახე, რომლებიც ფაქტის გადამოწმების გარეშე იმეორებენ ამ მესიჯებს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია, ნათელია, თუ ვინ არის კრემლის დასაყრდენი საქართველოში, ხელისუფლებაში ვინ ტირაჟირებს კრემლის მეისჯებს და პროპაგანდას.
„სამწუხაროა, რომ ერთ ნარატივს ავითარებენ კრემლი, მისი მთავარი არხი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები. ათწლეულებია, ვსაუბრობ იმ უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. ამ პრობლემებზე ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობ. ადრეც და ახლაც ვისაუბრებთ იმ დარღვევებზე, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრიდან დაწყებული რეპრესიების ტალღაზე, ადამიანთა დარბევაზე, ე.წ. ტიტუშკების გამოყენებაზე პოლიციასთან ერთად. ამ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ასევე არის კრემლის მეთოდი და რასაც იყენებს „ქართული ოცნება““, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
არ მოგერიდოს, გამომიყენე რამეშიო, ირაკლი კობახიძეს სწერდა ეს პრინციპული კაცი, ჯო უილსონი - მამუკა მდინარაძე
15 მაისი, 2025 , 17:58
პოლოლიკაშვილის მესიჯმა, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 10:04

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა - ზურაბ პოლოლიკაშვილი
14 მაისი, 2025 , 21:31
ზურა პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი უღირსი საქციელი - მამუკა ხაზარაძე
14 მაისი, 2025 , 18:38
არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ - ნიკა გვარამია
14 მაისი, 2025 , 16:44
ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ალეკო ელისაშვილი
14 მაისი, 2025 , 16:22