უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2016 12:55
font-size

სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მოვამზადეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი - ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წლიური მუშაობის შეჯამებისას მთავრობის სხდომაზე.

,,პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს, ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის. დიახ, ეს არის ისევ და ისევ, თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება. სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა.

იწყება ახალი აეროპორტების მშენებლობა. უახლოეს დღეებში კი, ჩვენ უკვე გავხსნით ამბროლაურის აეროდრომს, რომლის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ.

ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანი, გუდაური - ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც’’, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსაც შეეხო.

,,ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის’’, - განაცხადა პრემიერმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე