უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
სხვა გზა არ დამიტოვეს, ყველანაირად ვეცადე ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლამ მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩახე მოკლული დათუნა სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებს.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის თბილისში,10 სექტემბერს დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას შეუერთდება.
მისივე განცხადებით, ზაზა სარალიძისა და სხვა შვილმოკლული მშობლების მსგავსად სამართალს ვერ მიაღწიეს.
„ამათ სხვა გზა არ დამიტოვეს, ყველანაირად ვეცადე ეღიარებინა სახელმწიფოს დანაშაული, მაგრამ ამაოდ. ამის ნაცვლად ჩემი დევნა დაიწყეს, ჩემი რაღაცაში გარევა, რაღაცის დაბრალება, პროვოკაციაზე წამოგება.
აქედან გამომდინარე ღრმად დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებაში მე ვერაფერს მივაღწევ. უნდა დაისაჯოს გომელაური, უნდა დაისაჯოს გოგაშვილი, უნდა დაისაჯოს ის სპეცრაზმელი ეს თემირლანის საქმესთან დაკავშირებით. დანარჩენი ჩემს დღეში ბევრი ხალხია და იგივე მოთხოვნები ექნებათ.
რაც შეეხება პანკისი მომყვება თუ არა, ამაში ორი აზრი არ არის, ეს არის მშვიდობიანი აქცია ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.