უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 მაისი, 2016 18:25
font-size

სხვაობა სამოქალაქო რეესტრისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს შორის წინასაარჩევნოდ სერიოზულ გაუგებრობას წარმოშობს - მამუკა კაციტაძე

`ახალი მემარჯვენეების~ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს შორის 651 000 კაციანმა სხვაობამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტუმურობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კაციტაძემ `ახალი მემარჯვენეების~ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს ვითარებაში.

,,სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, 1 მაისის მდგომარეობით საქართველოში 3 530 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში სულ 2 977 000 ამომრჩეველია. განსხვავება ამომრჩეველთა რაოდენობაში სამოქალაქო რეესტრის და სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს შორის - 651 000 ამომრჩეველი - საკმაოდ დიდი სხვაობაა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სერიოზულ გაუგებრობას წარმოშობს“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. მისი თქმით, ამომრჩეველთა სიაში არ არის რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი 98 000 ამომრჩეველი.

,,ეს ძირითადად საპროტესტო ელექტორატია, რომელმაც ბანკის ვალების და სხვა ფინანსური პრობლემების გამო ბინა დაკარგა და რეგისტრაციის მისამართიდან მოიხსნა. სწორედ ამ მიზეზით, რომ ეს საპროტეტსო ელექტორატი იყო, ამომრჩეველთა სიიდან ისინი ამოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს, ახლა იგივე მიზეზით მათ ხმის უფლებას ართმევს დღევანდელი ხელისუფლება, “- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა და ხელისუფლებას მოუწოდა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 185-ე მუხლში შეიტანონ ცვლილება და რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილ ამომრჩეველს დაუბრუნდეს საარჩევნო ხმის უფლება, ასევე, ცდომილება სამოქალაქო რეესტრისა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის აღმოიფხვრას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მათი დამატებით გადამოწმების გზით და ამომრჩეველთა სიის მიმართ სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესებში წარიმართოს საზოგადობისა და ჟურნალისტებსი ჩართულობით.

მარი ნამგალაძე

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი