„Skoda Rapid“–ის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა
10.06.2012 14:33
კომპანია „Skoda“–მ ახალი სედანის „Skoda Rapid“–ის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი საიტ “Whatcar”-ზე განთავსდა. მას საოჯახო ავტომობილების პოზიცია ექნება. სამოდელო ჯგუფში კი ადგილს „Fabia”-სა და “Oცტავია“-ს შორის დაიკავებს.
ავტომანქანაში მთელი რიგი სტილისტიკური დეტალები ისეთივეა, როგორებიც „VisionD”-სა და “Missionl”–ის პროტოტიპებში, რომლებიც 2011 წელს ფრანკფურტისა და ჟენევის მოტორშოუებზე წარადგინეს. ზოგიერთი საავტომობილო გამოცემა მიიჩნევს, რომ „ღაპიდ“–ის მოდელი არა სედანი, არამედ ჰეტჩბეკია. „შკოდის“ ახალი მოდელის ფრონტალურ ნაწილს გაფორმებაც სრულიად ახალი ექნება, რომელსაც მარკის სხვა მოდელების გაფორმების დროსაც გამოიყენებენ. შეიცვლება „შკოდას“ ემბლემაც –– ტრადიციული მწვანე ფერი გაქრება, დარჩება მხოლოდ ქრომისა და შავი სარებავის შეხამება.
წინასწარი ინფორმაციით, ახალი „შკოდას“ ევროპული ფასი დაახლოებით 13 000 ევროს შეადგენს. ახალ ავტომანქანას პარიზის მოტორშოუზე მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგენენ.
ამავე ცნობით, „რაპიდის“ ბაზაზე კიდევ ერთ ახალ ავტომანქანას –– „Seat Toledor”-ს ააწყობენ.

















