უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 14:25
font-size

სკოლაში, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, უფრო მაღალია კონფლიქტების ალბათობა - სიმონ ჯანაშია

ბლოგერი სიმონ ჯანაშია ხორავას ქუჩაზე გუშინ მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.

ჯანაშია თავის ბლოგზე უსაფრთხო სკოლის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ,,ძალადობას განათლების სტრუქტურების არასწორ მოწყობასთანაც აქვს კავშირი.“

,,გუშინ, თბილისში, თანატოლმა მოკლა 16 წლის მოსწავლე იმ სკოლიდან სადაც:

ა) საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ყველაზე ადრე ჰქონდათ მეთვალყურეობის სისტემა (კამერები);

ბ) ბევრი წესრიგის დამცველი მუშაობს (მანდატურები+დაცვის თანამშრომლები);

გ) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსწავლეების ჯგუფი სწავლობს (~2500 მოსწავლე).

სკოლის მოსწავლეებს შორის ძალადობას არ განაპირობებს მხოლოდ სკოლის გარეთ არსებული წყაროები, კულტურა, სოციალური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები, კრიმინალის გავრცელება, კანონმდებლობა. ძალადობის მიზეზი არც მხოლოდ პიროვნულია. ძალადობას განათლების სტრუქტურების არასწორ მოწყობასთანაც აქვს კავშირი.

არასწორია სისტემა, სადაც კონტროლია წარმართველი და არა ღირებულებების და ურთიერთობების განვითარება. არასწორი პოლიტიკის ნიმუშია, რომ მაგალითად, მანდატურების სისტემაზე, ბოლო 6 წლის განმავლობაში, 60 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბავშვებში ღირებულებების დამკვიდრებაზე, კონფლიქტების მართვის სწავლებაზე, ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიებზე კი სრულიად უმნიშვნელო ძალისხმევაა გაწეული.

არასწორია სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დასაშვებად თვლის, რომ სკოლაში 7-8 პარალელური კლასი იყოს, არამედ ახალისებს კიდეც ამას. არ არსებობს შეზღუდვა, რამდენ მოსწავლეს მიიღებს სკოლა. რაც უფრო მეტი ეყოლება, მით უფრო გაიზრდება მისი შემოსავლები. პოპულარობა და შემოსავლები კი სკოლების წარმატების საზომი გახდა განათლების სისტემაში მომუშავეების და პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენებში.

რამდენიმე წლის წინ 51-ე სკოლაში ვიყავი. ამ სკოლაში სწავლობდა გუშინ მოკლული მოზარდი. სკოლის კორიდორის ნაწილი, დარბაზის შესასვლელი, ფართო ფოიე, რკინის გისოსებით იყო გადაკეტილი. რომ ვიკითხე, რატომ არ უშვებთ ბავშვებს ამ სივრცეში, ამ ისედაც გადატენილ სკოლაში, მიპასუხეს, მანდ შესვენებებზე იკრიბებიან და ვერ ვაკონტროლებთო.

ხელოვნურად შექმნილ ჯგუფის შიგნით, საკლასო ოთახში, ბავშვებისთვის ღირსეულად ცხოვრების სწავლება რთულია. ბავშვები რაც შეიძლება ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ისწავლონ, რომ ერთმანეთს საერთო საზოგადოების წევრებად განიხილავდნენ და არა როგორც მე-11-ე დ-კლასის მოსწავლედ. სკოლაში, სადაც მოსწავლეები, მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, სადაც ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, ებუტებიან და რიგდებიან, ერთმანეთს არ ეხმარებიან, სადაც ერთად არ ერთობიან, ერთად არ ისვენებენ უფრო მაღალია კონფლიქტების ალბათობა“, - წერს ჯანაშია.

საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს

29 იანვარი, 2020 , 14:55

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან მომავალ მგზავრთა შემოწმება გრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით,

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

29 იანვარი, 2020 , 14:15

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის

ჩინეთში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

29 იანვარი, 2020 , 14:15

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელზე დაკავშირებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ. „გაცნობებთ, რომ ჩინეთ

თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ, ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

29 იანვარი, 2020 , 13:50

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

29 იანვარი, 2020 , 13:50

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგ

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

29 იანვარი, 2020 , 13:30

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`