უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2018 16:40
font-size

სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ხდება იმისთვის, რომ „დედა ენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ აღნიშნული წიგნით.

„დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ – ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.

საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება რაც „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში და განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 13:20

მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

6 დეკემბერი, 2019 , 18:38

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

6 დეკემბერი, 2019 , 17:05

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან ცნობით, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`