უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 15:10
font-size

სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალული ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების, კონფლიქტისა და ვანდალიზმის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის, ასევე ვანდალიზმის სულ 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული მონაცემები გიგაურმა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ეს დარღვევები მანდატურის სამსახურის მიერაა იდენტიფიცირებული და მონაცემები სამინისტროს ყოველდღიურად მიეწოდება.

დარღვევებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა დისციპლინურ გადაცდომას უკავშირდება. ამავე პერიოდში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2 538 ფაქტი, ფსიქოლოგთან რეფერირება-ბულინგის 1081 შემთხვევა, ხოლო 297 შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩარევა გახდა საჭირო.

„დისციპლინურ დარღვევებში იგულისხმება ძირითადად დაგვიანება, ან გაპარვა სკოლიდან. რაც შეეხება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც ცალკე კლასიფიცირდება, ამის შესახებ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგთან რეფერირებას, ესენი არის ბულინგის შემთხვევები, რომლებსაც მართვა სჭირდება. ფსიქოლოგთან რეფერირების მაჩვენებლები 2017-2018 სასწავლო წელს ცოტა ნაკლებია, ვიდრე წინა წელს, ვინაიდან სკოლებიდან, სადაც ფსიქოლოგი დაემატა, ცენტრში რეფერირების საჭიროება აღარ გახდა საჭირო, ამიტომ ეს მონაცემი არ აღირიცხებოდა“, -აღნიშნა გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე აკრძალული ნივთების შეტანა სკოლაში დიდი რაოდენობით არ ხდება, თუმცა ამაზე გავლენას ახდენს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოსწავლეების დაჭრის შესახებ.

„როცა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, გამოიკვეთა გარკვეული შიშები, ანუ როცა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ის მოსწავლეები, ვისაც გარკვეული შიშის ფაქტორი აქვს, მეორე დღეს მიდის რაიმე ნივთით შეიარაღებული“, -თქვა გიგაურმა.

საკვანძო სიტყვები:

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ