უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აგვისტო, 2020 15:17
font-size

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა.

სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება, არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

ასევე, მოსწავლეები ვალდებულები არიან, დაიცვან ჰიგიენის წესები და გაითვალისწინონ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსწავლეებს, რომ დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას, დახველებისა და დაცემინების დროს კი მიიფარონ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი, მოერიდნენ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებში ამასთანავე, არის მითითება, რომლის თანახმადაც, სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; წყლის ბოთლი უნდა გაირეცხოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.

სამინისტროს რეკომენდაციების ნაწილი მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებსაც ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად, სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინონ კლასის დამრიგებელს;

რაც შეეხება სკოლის სივრცეში გადაადგილებას, რეკომენდაციების თანახმად, ადმინისტრაციამ სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) უნდა გამოიყენოს თერმოსკრინინგის ჩასატარებლად; სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით -დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები; ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;

თერმოსკრინინგისას ცხელების - 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი უნდა დაექვემდებაროს ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში; ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ. სიცხის გადამოწმების შემდეგ, 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება მოხდება პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სასწავლო პროცესის ორგანიზებისას წინასწარ უნდა განისაზღვროს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 1 -მეტრიანი დისტანციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოცხადდეს სანიტარიული შესვენება არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში.
სამინისტროში ასევე მიიჩნევენ, რომ მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.

რეკომენდაციებში ასევე, ნათქვამია, რომ დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლამ ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს სწავლის დაწყების განსხვავებული დროების და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით.

როგორც ცნობილია, სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო: -19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. -12 ოქტომბერს, აჭარის გარდა,

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩა

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწობებს

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მ

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლი

TBC Credit-ის სწრაფი სესხები ონლაინ

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის პროდუქტია - ციფრული პლატფორმაა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხი დისტანციურად მიიღოს.  რატომ კონკრეტულად სამომხმარებლო სესხი? ვებგვერდზე სესხის მიზნობ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე