უკან
საზოგადოება
6 ოქტომბერი, 2017 14:20
სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა
სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის განმარტებით, შესანახი კარადები ჩანთების წონის განსატვირთად ერთ-ერთი საშუალება იქნება.
„ზოგიერთ მოსწავლეს, ვისაც აქვს საშუალება, შეუძლია წიგნები სახლიდან არ ატაროს სკოლაში არამედ, შეინახოს კარადაში, რაც შეამსუბუქებს ჩანთას. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მშობლებმაც და პედაგოგებმაც, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა ამას არ მოაგვარებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი