უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 12:45
font-size

სკოლებში სასმელი წყლის შესამოწმებლად შესაბამისი ზედმხედველობის ორგანო უნდა შეიქმნას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქართულ სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. აღნიშნული ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სააგენტოს კვლევას ეფუძნება.

ომბუდსმენი ურჩევს ხელისუფლებას, ვითარების გამოსასწორებლად შეიქმნას სასმელი წყლის ზედამხედველობის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს სასმელი წყლის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას სკოლებში.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ.

საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი; ასევე აუცილებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შედგეს აქტიური კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

რა რაოდენობის თანხა შესწირეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პარტიებს

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს. ამის შესახებ “საერთა

არჩევნების დღეს განსაკუთრებული რეჟიმით ვიმუშავებთ - „ენერგო-პრო ჯორჯია“

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებს. ყველა რაიონში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკაც.

ცესკო, 31 ოქტომბერს, 08:30 საათიდან, რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს. ცესკოს ინფორმაციით,

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

30 ოქტომბერი, 2020 , 11:55

"დაზოგვის მსოფლიო დღე" მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნ

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 683 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 381 კი აჭარაში

30 ოქტომბერი, 2020 , 11:55

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგ

გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე - ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად ოჯახებს

30 ოქტომბერი, 2020 , 11:55

მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშ