უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 12:30
font-size

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.

როგორც განათლების სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 2 084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება და სკოლებს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ:

მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;

შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;

პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;

საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;

სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ ერთი დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ სამი დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები. რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.
განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარებით“ , – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

25 სექტემბერი, 2020 , 11:35

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დად

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:47

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკრ

მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს 55 წელი შეუსრულდა, 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო - დავით ჭიჭინაძე

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მეხანძრე - მაშველი, რომელსაც 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო, რადგან ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.