უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2019 14:40
font-size

სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით, პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპერტებს - პოლონეთის ნარკო-პრევენციის ცენტრის უფროსის მოადგილე ბოგუსლავა ბუკოვსკას და პოლონეთის ფსიქიატრიისა და ნერვოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ქშიშტოფ ოსტაჟევსკის შეხვდნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქო-სოციალურო კუთხით მუშაობის გაძლიერებას, ასევე ანტინარკოტიკული კამპანიისა და მასთან დაკავშირებული პრევენციულ ღონისძიებებს, რომელსაც მანდატურის სამსახური პოლონელი ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.

მათი ცნობით, პოლონელმა ექსპერტებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია:

„ვფიქრობთ, რომ მიმართულება რომელიც უკვე არჩეული გაქვთ, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოზიტიური სკოლის კლიმატი და უსფართხო გარემო ძლიერი დამცავი ფაქტორია. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ არჩეულ მიმართულებებს“ - განაცხადა პროფესორმა ქშიშტოფ ოსტაჟევსკიმ.

პოლონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 4 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, უცხოელი ექსპერტები სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არასრულწლოვნებთან მიმართებაში, საქართველოს ნარკო-პოლიტიკას გაეცნნენ.

ბოგუსლავა ბუკოვსკამ და კრისტოფ ოსტაჟევსკიმ დიდი წვლილი შეიტანეს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტი-ნარკოტიკული კამპანიების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, მათი ექსპერტული გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს