უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2017 16:35
font-size

სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება, რის თაობაზე განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში გააკეთეს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი ადამიანური კაპიტალია და ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის.

სწორედ ამიტომ, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები შეჯიბრს სხვა სკოლის მოსწავლეებთან გამართავენ, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.

კამპანიის წარმატებით წარმართვისთვის უკვე არსებობს საფუძველი, რადგან სამი წელია წარმატებით ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სპორტის 7 სახეობას მოიცავს და მასში 350 სკოლის 12 000- მდე მოსწავლეა ჩართული. წელს კი, 1700-მდე სკოლის 100 000 მოსწავლე ცდილობს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვოს. შვიდივე სახეობის გამარჯვებული გუნდი მსოფლიო სასკოლო თამაშებზე მიემგზავრება.

მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში მასობრივად ჩართვა, ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისუფალი დროის სწორად განკარგვაში დაეხმარება, მოახდენენ სტიმულირებას ენერგია განათლებასა და სპორტში დახარჯონ, იყვნენ განათლებულნი და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღნი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი