უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
საზოგადოება
სკოლებთან საპატრულო პოლიციის მორიგეობა დროებითი იქნება - გიორგი გახარია
ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის ზრდა, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე პროკურატურა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რესურსს წაიღებს საპატრულო პოლიციის სკოლებთან მორიგეობა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დიდ რესურსს წაიღებს.
“ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის მოცულობის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ, მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდა, ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მთავარი ამოცანა არის, მანდატურის სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ სასწრაფოდ, ახლა ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის ეფექტიანობას. ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.