უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აგვისტო, 2019 14:45
font-size

„სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს, 31 დეკემბრამდე, სამსახურის დატოვება“

დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, არც ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს, 31 დეკემბრამდე, სამსახურის დატოვება მოუწევს, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პედაგოგებს დასკვნითი გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროებული ვადები აქვთ დადგენილი და ამასთან, საგამოცდო ტესტებიც „არასამართლიანად არის შედგენილი“.

პარტიის ლიდერები პედაგოგებს მოუწოდებენ მათი უფლებების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში დაუკავშირდნენ.

მათივე თქმით, პარტია 1-ლი სექტემბრიდან, „პედაგოგებთან ერთად, განათლების სისტემის ნგრევის წინააღმდეგ, მასობრივ ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“.

„წლის ბოლომდე, სკოლის პედაგოგების დასკვნითი გამოცდები უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც იგეგმება 2019 წლის 31 დეკემბრამდე არსებული შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, არც ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს, 31 დეკემბრამდე, სამსახურის დატოვება მოუწევს.

გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების სხვა მრავალრიცხოვანი პრეტენზიები: მაგალითად, ისინი მიუთითებენ, რომ საგამოცდო ტესტები არასამართლიანად არის შედგენილი და ამ პროცესებში იკითხება მიზანმიმართული განზრახვა, რომ გამოცდების ამოცანა არის არა პედაგოგების კვალიფიკაციის დონის შემოწმება, არამედ სამსახურებიდან მათი მასობრივი გაყრა.

ამ ყველაფერს დაერთო რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება - მან, პედაგოგების მისაღებად, ახალი კონკურსი გამოაცხადა. როგორც ჩანს, განათლების სისტემაში უკვე მომუშავე პედაგოგების ახალი პედაგოგებით ჩანაცვლება ნამდვილად არის დაგეგმილი.

განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო და არის განათლების ეროვნული სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად, ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება, რისთვისაც აუცილებელია, როგორც კადრების მასობრივი ცვლილება, ასევე განათლების პროგრამების შეცვლა, რაც ზემოაღნიშნული პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი რეფორმა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შემოწმებულ იქნას გამოცდების სტანდარტი, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პედაგოგებს, მათი უფლებების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ და აქვე ვაცხადებთ, რომ 1 სექტემბრიდან, პარტია „თავისუფალი საქართველო“, პედაგოგებთან ერთად, განათლების სისტემის ნგრევის წინააღმდეგ, დავიწყებთ მასობრივ ღონისძიებების ორგანიზებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას - ხატია წილოსანი

12 ოქტომბერი, 2019 , 16:10

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.

საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა - „თბილისი ენერჯი“

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. &bdq

კახა კალაძე გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

12 ოქტომბერი, 2019 , 11:51

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე

კიდევ ერთი ნაბიჯი ისრაელისკენ - ვაჟა-ფშაველა ებრაულ ენაზე

12 ოქტომბერი, 2019 , 10:25

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაულ ენაზე გამოცემული, გენიალური ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პოემა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა. წიგნი ისრაელელი გამო

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

12 ოქტომბერი, 2019 , 10:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა სიუჟეტი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის

ტექნიკურ უნივერსიტეტში DUNE-კოლაბორაციის მეცნიერთა ვიზიტი დასრულდა

11 ოქტომბერი, 2019 , 18:01

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის Fერმილაბ-ის დელეგაციის ხელმძღვანელები - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები სტეფან სოლდნერ-რემბოლდი და ედვარდ ბლაჩერი, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და Fერმილაბ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

“გავრილოვის ღამის” საქმის მთავარი ფიგურანტის შიშველი სიმართლე - ნიკა მელია პოლიტიკური კულუარების დღემდე უცნობ ისტორიებით