უკან
უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
მსოფლიო
15 მაისი, 2024 18:34
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს. რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია.
თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
არსებული ცნობით, მას რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა.
სლოვაკეთის პრემიერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.