უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
მსოფლიო
5 დეკემბერი, 2018 16:15
სლოვაკეთმა საიდუმლო დაზვერვის ბრალდებით რუსი დიპლომატი გააძევა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ პელეგრინის განცხადებით, ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევეს. მისივე თქმით, სამხედრო დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციით, რუსი დიპლომატი საიდუმლო დაზვერვას აწარმოებდა ნატოსა და სლოვაკეთის წინააღმდეგ.
პელეგრინის თქმით, რუსმა დიპლომატმა სლოვაკეთი უკვე დატოვა. ის პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული.
სლოვაკეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყანათა შორის, რომელმაც არ გააძევა რუსი დიპლომატები ქალაქ სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, რომელშიც დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს.