უკან
უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
მსოფლიო
13 ნოემბერი, 2017 20:35
სლოვენიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ორგანიზებითა და „სლოვენიის პანევროპული მოძრაობის“ მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“.
მრგავლი მაგიდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბექაიამ, ასევე სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და სლოვენიაში ევროპული კომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
პანელის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ევროინტეგრაციის გზაზე.