უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სხვადასხვა
Sმარტივის მობილური აპლიკაცია, Android და iOS სისტემის ტელეფონებზე 13.06.2012 18:16

ლიბერთი ბანკის მიერ შექმნილი Sმარტივის მობილური აპლიკაცია უკვე იPჰონე-ზეც ხელმისაწვდომია. აპლიკაცია AppStore-ზე 1 კვირის წინ განთავსდა.

შმარტივის მობილური აპლიკაცია არის კომპაქტური პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაუბრკოლებლად მართოს თავისი შმარტივი ანგარიში.პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა მობილურ ტელეფონზე ჩართული იყოს WiFi, ან 3G ინტერნეტი.

აპლიკაციის ფარგლებში შესაძლებელია თანხის მიღება და გადარიცხვა, Sმარტივი კალათის შექმნა, სხვადასხვა გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება, რაც აქამდე მხოლოდ ბარათით და ინტერნეტით იყო შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ შმარტივის მობილური აპლიკაცია 2012 წლის მარტში Android სისტემის მობილური ტელეფონებისთვის გაეშვა. ამიერიდან კი პროგრამით სარგებლობა iOS სისტემის ტელეფონებზეცაა შესაძლებელი. ლიბერთი ბანკი უახლოეს მომავალში ანალოგიური პროგრამის შექმნას BlackBarry-სთვისაც გეგმავს.