უკან

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 14:12
font-size

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ.

„დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს.

„გასტრონავტის“ დამფუძნებელმა და რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა, შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა დალი ცატავამ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომელთა ხაჭაპურისა და ლობიანის რეცეპტიც გახდება სტანდარტი „სმარტის“ საწარმოსა და ქსელში არსებული საცხობებისთვის, რომ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს „სმარტის“ მადისაღმძვრელი ხაჭაპურისა და ლობიანის გემოს გამორჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

“ხაჭაპურმა როგორც ნაციონალურ საკვებმა ოდითგან დაიმკვიდრა ადგილი და იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართულ გენში, რომ ის ქართველობის ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება. გარდა ამისა, „სმარტის“ ქსელში ხაჭაპურის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს, რომ ერთგული მომხმარებლისთვის ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. შესაბამისად, „ხაჭაპურის ფესტივალით“ გვსურს „სმარტში“ ხაჭაპურის ცხობის განახლებული სტანდარტი დავნერგოთ, რომ მივიღოთ გემო, რომელსაც ადვილად გამოარჩევს ჩვენი ერთგული მომხმარებელი. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიონალ შეფმზარეულებს, რომელთა რეკომენდაციებითაც “სმარტის“ საწარმოსა და საცხობების ქსელის თანამშრომლებმა ერთმანეთზე გემრიელი ხაჭაპურები შემოგვთავაზეს და ვულოცავ გამარჯვებულს, რომლის რეცეპტითაც „სმარტი“ ერთი წლის მანძილზე იხელმძღვანელებს. გვსურს „ხაჭაპურის ფესტივალი“ ტრადიციულ ღონისძიებად ვაქციოთ და ჩვენს მომხმარებლებს და საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენ მოვყვებით „ლეგენდებს ხაჭაპურზე“, რომელსაც „სმარტი“ შესთავაზებს“,- აცხადებს სმარტის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტ კაფეები“ სუპერმარკეტების განუყოფელი ნაწილია, სადაც მომხმარებლებს „სმარტის“ საწარმოსა თუ საცხობების უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვა გამომცხვარი პროდუქტების დაგემოვნება კომფორტულ გარემოში შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.
NS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი