უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 16:44
font-size

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.

SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

NS

ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ ვიღებთ, არ ჯდება ლოგიკაში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

22 სექტემბერი, 2020 , 20:05

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს. ზ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი გახდა

22 სექტემბერი, 2020 , 18:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2295 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ერ

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც

თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ - ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის მსგავსად თბილისში არ იგეგმება კარვების მოწყობა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ. თუმცა, გამყრელიძის გან

ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს - ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.