უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 დეკემბერი, 2018 12:00
font-size

ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო აშშ სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს - СNN

აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

წყაროების ინფორმაციით, ხომალდების შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება. მათივე ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას. თუმცა, СNN-ის კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ გემების შავ ზღვაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპაში დისლოცირებულ აშშ-ის მეექვსე ფლოტში შავ ზღვაში გეგმების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. რუსმა მესაზღვრეებმა 24 უკრაინელი სამხედრო დააკავეს. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა. ქვეყნის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

საკვანძო სიტყვები:

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12 დეკემბერი, 2018 , 14:55

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თ

მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგე

აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკები საგარეო გამოწვევებს მზარდი შიდა მოთხოვნის ხარჯზე წარმატებით უმკლავდებიან, ხოლო, ინფლაციური წნეხები სუსტდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) ახალ ა

არგენტინაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

12 დეკემბერი, 2018 , 12:50

არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატის საპატიო დარბაზში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`