უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 იანვარი, 2017 18:50
font-size

სნოუდენი რუსეთში 2020 წლამდე დარჩება

რუსეთის მთავრობა 2020 წლამდე გაუხანგრძლივა ქვეყანაში ცხოვრების უფლება აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს. ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს, რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ. მან ასევე განუცხადა რია ნოვოსტის, რომ ამერიკელს ყველა იურიდიული საფუძველი აქვს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კომენტარი გაუკეთა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილის მაიკლ მორელას განცხადებას. მორელას თქმით, სნოუდენის ექსტრადიცია “მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა ინაუგურაციისთვის“. ზახაროვამ დაადანაშაულა მორელა “მოღალატეობრივი იდეოლოგიის“ მხარდაჭერაში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სნოუდენმა ბრიტანულ გაზეთ გარდიანსა და სხვა მედიასაშუალებებს გადასცა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული დოკუმენტები. დოკუმნეტებში ეწერა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ წარმოებულ ფარულ თვალთვალზე. ამან საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

აშშ-ში სნოუდენს ბრალს უყენებენ სახელმწიფო ქონების მოპარვაში, ასევე ნაციონალური თავდაცვის შესახებ ინფორმაციის უკანონო გამოყენებასა და გასაიდუმლოებული ინფორმაციის განგებ გასაჯაროებაში.

იმავე 2013 წელს სნოუდენმა დროებითი თავშესაფარი მიიღო რუსეთში, შემდგომ კი 3-წლიანი ცხოვრების უფლება.

2016 წელს Financial Times-თან ინტერვიუში სნოუდენმა განაცხადა, რომ მაინც “ემსახურება“ ამერიკას და ასევე აპირებს “ადრე თუ გვიან დატოვოს“ რუსეთი. მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო.

რუსული საგარეო უწყების განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მიერ „ვიკილიქსის“ ინფორმატორის, ჩელსი მენინგისთვის სასჯელის შემსუბუქება. თავდაპირველად მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ობამას გადაწყვეტილების თანახმად კი, მას მიმდინარე წლის 17 მაისს გაათავისუფლებენ.

სნოუდენი საკუთარ ტვიტერზე მადლობა გადაუხადა მენინგს იმისათვის, რაც მან გააკეთა, ცალკე - ობამას, მენინგის გათავისუფლებისთვის.

რაც შეეხება ბარაქ ობამას დამოკიდებულებას სნოუდენის მიმართ, მან ადრე განაცხადა, რომ არ აქვს შესაძლებლობა მის შესაწყალებლად.

ანა მებურიშვილი

ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

25 თებერვალი, 2020 , 17:34

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის პრესსპიკერმა - კრისტიან ლინდმეიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

25 თებერვალი, 2020 , 17:13

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA დაყრდნობით "როიტერსი" წერს.  ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენ

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

25 თებერვალი, 2020 , 15:40

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებ

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილ პიონერები პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ

22 თებერვალი, 2020 , 17:45

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერებები კომუნისტური პარტიის მსხვერპლად აღიარეს. აღნიშნულ პირები პენსიაზე დანამატის სახით 1 მარტიდან 56 ევროს, 1 მაისიდან 172, ხოლო 1 ივნისიდან  220 ევროს მიიღებენ. ლატვიის ხელისუ

რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

22 თებერვალი, 2020 , 17:40

“როსსელხოზნადზორმა“ ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზი კორონა ვირუსი და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდება გახდა. აკრძალვა ასევე ეხება ქარხნულად შეფუთულ

მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან - ბერნი სანდერსი

22 თებერვალი, 2020 , 12:45

ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს მიმართავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან თავი შორს დაიჭირონ. ამის შესახებ მან კალიფორნიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`