უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2017 17:50
font-size

სოფელ ართანას მოსახლეობამ დიდხევის ხეობაში ჰესის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა

თელავის გამგეობასთან სოფელ ართანას მკვიდრებმა აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს სოფელში 4.22 სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რადგან ფიქრობენ, რომ მდინარე დიდხევის ხეობას ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრება.

„ართანის მოსალეობა დაკავებულია სოფლის მეურნეობით და ჰესის მშენებლობით ამას საფრთხე შეექმნება. გარდა ამისა როგორც ვიცი, დაიჩეხება ტყის დიდი ნაწილი“, - განაცხადა სოფელ ართანას მკვიდრმა გიორგი ორყოტაშვილმა.

აქციის მონაწილეები, „გამა კონსალტინგისა“ და შპს „ართანა ლოპოტას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პროექტის ხელმძღვანელის, თემურ ილარიონის განცხადებით, კომპანია მოსახლეობის წინაშე ყველა დანაპირს შეასრულებს.

„მე, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ვიმეორებ, რომ ის დაპირებები, რასაც სოფელს მივეცით, შესრულდება. ეს ეხება საირიგაციო წყლის სისტემის მოწყობას“, - განაცხადა ილარიონმა.

ჰესს კომპანია შპს „ართანა-ლოპოტა“ აშენებს.

ინფორმაცია ჰესის მშენებლობის შესახებ 20 თებერვალს გამოქვეყნდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე. უწყების განცხადებას ადგილობრივი მოსახელეობის პეტიცია მოჰყვა. პეტიციის თანახმად, მცირე სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ითვალისწინებს მდინარის საშუალო წლიური ხარჯის 90%-ის მილში მოქცევას, რაც, მოსახლეობის თქმით, დაარღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას და საფრთხეს შეუქმნის სოფლის მეურნეობას, რომელიც ადგილობრივების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

გარდა ამისა პეტიციაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ჰესის მშენებლობა გამოიწვევს იქაური მიკროკლიმატის ცვლილებას, რომელიც განაპირობებს „ართანული საფერავის“ უნიკალურობას.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს