უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 ივლისი, 2017 14:30
font-size

სოფელ ბერშუეთში დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ბერშუეთის მიმართულებით ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ე.წ ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

განცხადების მიხედვით, საკითხი 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.

„გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები