უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივლისი, 2018 16:45
font-size

სოფელ ბერთაში მდებარე სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერთაშიმდებარე 1852 წელს აშენებულ სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა აშვერილი აბსიდით, დგას ძველი ეკლესიის ადგილზე.

ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებითა და ნატეხი ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნიდანაც და გარედანაც არქიტრავულია. გრძივ კედლებზე სამ-სამი, დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში კი თითო თაღოვანი ფართო სარკმელია. აბსიდა მრგვალი ნახევარწრიული შვერილია. ეკლესია დასრულებულია სამხრეთის მხრიდან დაკბილული (ძველი ნაეკლესიარის უნდა იყოს), ხოლო დანარჩენი მხრიდან მარტივი თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია ლორფინით. დასავლეთ კიდეში ფანჩატურისებრი, ოთხ სვეტზე გახსნილი სამრეკლო აქვს დადგმული.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც, პასტოფორიუმებთან ერთად დარბაზისგან გამოყოფილია ხის მაღალი მოხატული კანკელით. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია დარბაზისგან. დარბაზი დანაწევრებულია ორი წყვილი მრგვალი სვეტითა და მათზე გადასული თაღებით. თითოეული ნავი დასრულებულია კამარით, რომელიც შეკიდულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი ბეტონის დეკორატიული ფილებითაა მოგებული. კამარის ნაწილი მოხატულია.

ტაძრის მორთულობას შეადგენს: დასავლეთის კედელზე კარის რელიეფური მოჩარჩოება, ამავე კედელზე კარის ზემოთ, სამრეკლომდე ამავალი ლილვების წყვილი და სამხრეთ ფასადზე დაკბილული კარნიზი. ტაძარს გარს უვლის ქვის დაბალი ყორე გალავანი.

ტაძარი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თრიალეთსა და ჯავახეთში ბერძნენი ხელოსნების მიერ აგებული ტაძრების იდენტურია. მეორდება როგორც კონსტრუქციული გადაწყვეტა, ისე გაფორმება, განსხვავება აქ მხოლოდ ფრესკებია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი