უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

14 იანვარი, 2020 13:30
font-size

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური იტყობინება.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“, – აცხადებენ სუს-ში.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 14 000-მდე ოჯახი, გათბობით უზრუნველყოფისათვის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს - ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:05

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 13 859 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფისთვის ვაუჩერების დარიგების საკითხს ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვი

საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს - სუს-ი

21 იანვარი, 2020 , 11:35

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრი

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს - როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს

16 იანვარი, 2020 , 12:05

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოხუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის&ld

დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ გახსნას გამშვები პუნქტები - ელიზაბეთ რუდი

15 იანვარი, 2020 , 16:35

"კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს

13 იანვარი, 2020 , 15:35

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დანიშნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ბგანბას კანდიდატურას 34 დეპუ

მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად - რაულ ხაჯიმბა

13 იანვარი, 2020 , 12:00

"მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად,"- ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა. "ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`