უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
1 დეკემბერი, 2018 17:40
სოფელ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა
სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაშავდა, რომელთაგან ორის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე კომპანია „ყაზტრანსგაზის-თბილისის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
პოლიციის მიერ პერიმეტრი შემოსაზღვრულია და იქ არავის უშვებენ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.