უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მაისი, 2019 17:36
font-size

სოფელ დილიკაურში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლად რებილიტირებული სკოლა გახსნა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 1 425 115 ლარს შეადგენს და ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ ზედა საქარასა და სოფელ არგვეთშიც გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, 300 მოსწავლეზე გათვლილი ზედა საქარის სამსართულიანი თანამედროვე სკოლის შენობაში სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება და მისი რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. გარდა იმისა, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებზე, შენობაში იქნება ლიფტი, კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და საბავშვო მოედანი.

უწყების ცნობითვე, მინისტრის მოადგილემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ასევე 2020 წელს დასრულდება. 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა გათვლილი იქნება თანამედროვე მოთხოვნებზე და მის მშენებლობაზე 3 655 246 ლარი დაიხარჯება.

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17 მაისი, 2019 , 17:35

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწ